“იყო სხვადასხვა ტიპის უთანხმოებები”-რატომ დატოვა თეა შონიამ რადიო “ათინათი”?

- ჟურანლისტმა თეა შონიამ “რადიო ათინათი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შონია ადასტურებს და დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.
“ჩემი და რადიო “ათინათის” 18 წლიანი ურთიერთობა დასრულდა. მიმძიმს, თუმცა ესე სჯობდა. ამ პერიოდის განმავლობაში გავუძელი ბევრ გამოწვევას და წინააღმდეგობას.მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემს ერთგულ მსმენელებს. წინ ახალი გამოწვევების დროა. 18 წელი ვიყავი რადიოწამყვანი, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ არ გავძღოლოდი ეთერს, ანუ მარტივად რომ გითხრათ, ეთერიდან ჩამხსნეს. თუმცა ვიდრე ეს მოხდებოდა იყო სხვადასხვა ტიპის უთანხმოებები,”-აცხადებს შონია.



