ზუგდიდის საკრებულოში გაცემული ხელფასები და საწვავის ხარჯი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”ანგარიში

- ზუგდიდის საკრებულოში გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 1,952,557 ლარი შეადგინა, ფულადი ჯილდოს სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ჯამში 26,700 ლარი მიიღეს; ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საქმიანობის შეფასებას ეხება.
კვლევის საანგარიშო პერიოდია კი მოიცავს 2017 – 2019 წლებს. ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.




