მამუკა წოწერია: ყველა ხარჯი მიმართულია საკრებულოს ეფექტური მუშაობისთვის

- “ყველა ხარჯი მიმართულია საკრებულოს ეფექტური მუშაობისთვის და მისი მოვალეობების უკეთ შესრულებისთვის,”- ასე გამოეხმაურა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია რომ 2017-2019 წლებში ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ კანონით დადგენილ ნორმებში იხარჯება საწვავი. ყოველთვიურად 700 ლიტრი ბენზინი. რომელიც ბოლომდე არ იხარჯება და თუ რამე იხარჯება ეს არის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ფუნქციების შესრულებაზე, რომელიც მეკისრება მე და არამარტო მე არამედ სხვა წევრებს, ამიტომ ყველა ხარჯი მიმართულია საკრებულოს ეფექტური მუშაობითვის და მისი მოვალეობების უკეთ შესრულებისთვის, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ.
როგორც წოწერიამ აღიშნა, მსგავს ანგარიშებს მიესალმება, რათა საკრებულომ მომავალში უკეთ შეძლოს საქმიანობის გაუმჯობესება, თუმცა მისი განცხადებით, ისინი ნაწილობრივ ეთანხმებიან აღნიშნულ ანგარიშში აღწერილ მიგნებებს, თუმცა ცალსახად აღნიშნავენ, რომ საკრებულო თავის საქმიანობას ობიექტურად და კარგად ახროციელებს.
„გავეცანი ანგარიშს და რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დავინახოთ ობიეტქური ტენდენციები და გამოვიყენოთ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ მიგნებებს, რომელიც არის ხარვეზის დამდგენი და სარეკომენდაციო ხასიათის, ვერ დავეთანხმებით, რომ სუსტად ასრულებს საზედამხედველო და მაკონტროლებელ ფუნქციებს. ჩვენი პოზიცია პრეზენტაციაზეც დავაფიქსირეთ. ვფიქრობ, რომ საკრებულო საკმაოდ ობიექტურად და კარგად ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს და მოვალეობებს“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.




