“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა ახალგაზრდა აქტივისტმა, დათო ღურწკაიამ დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, პარტია სადაც აქამდე იყო, მისი პიროვნული ზრდა შეუძლებელი იყო და ის ამ კუთხით დაპაუზდა.
“1თვე იქნება რაც ევროპული საქართველო დავტოვე და ამასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. თუმცა გუშინდელ ჩემს გადაწყვეტილებას ძალიან დიდი ნეგატივი მოყვა ჩემი ზოგიერთი ყოფილი თანაპარტიელისგან, რომლებიც მეგობრებად მიმაჩნდა, თუმცა მათთვის მეგობრობაზე მეტი პარტია და პოლიტიკა ყოფილა
ძალიან დიდი მადლობა ევროპულ საქართველოს რომ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ძალიან ბევრი ადამიანი გამაცნო რომელიც მართლა მეგობარია. დღეს დღეობით ვერ ვხედავდი საკუთარ თავს იმ პარტიაში სადაც ჩემი ზრდა შეუძლებელი იყო და დავპაუზდი ერთ ადგილას.
ამიტომ გადავწყვიტე შევვერთებოდი გუნდს სადაც ჩემი და ჩემი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავინახე. გუნდს რომელიც მზად არის მოუსმინოს მისი ნებისმიერი წევრის იდეას და მის განხორციელებაში დაეხმაროს”-წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” აქტიური წევრი დავით ღურწკაია.




