ზუგდიდის მერია კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა

ზუგდიდის მერია კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა. საფინანსო განყოფილების უფროსმა, ზვიად ღურწკაიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 25 თებერვალს დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. ზვიად ღურწკაია 25 თებერვლამდე შვებულებაში იმყოფებოდა.
აღნიშნული ინფორმაცია STV-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ დაუდასტურა.
“ზვიად ღურწკაიამ თანამდებობა 25 თებერვალს დატოვა და მან განცხადება წარადგინა კანცელარიაში. მიზეზი ოჯახური მდგომარეობა გახლავთ”,-აცხადებს STV-თან მაგალინა თოდუა.




