უმამობა როგორც “კომპრომატი”

როცა გულით მინდა რამეზე განსაკუთრებულად ვკონცენტრირდე, სწორედ მაშინ არ გამომდის. ზედმეტი მონდომების ბრალია. ზედმეტი არაფერი ვარგა. ალბათ, მონდომებაზეც ასეა... როცა მეზობლის ქალი ჩამოივლის, ფეხის წვერებზე დადგება და ღობიდან მოინდომებს ჩემი თაროების შეთვალიერებას, თხრილში თავით ეშვება. მერე უკანმოუხედავად გარბის ჭისკენ - სოფლის ხის სკამზე ჩამოსაჯდომად და სალაპარაკოდ, ამბების მარაგი არ აქვს.
თვალცრემლიანი, ცხოვრების თაროებზე შემოლაგებულ ისტორიებს ამოალაგებს. სოფლის სკოლაში კარგი ოჯახის შვილს რომ უყვარდა და უმამობის მიზეზით დაიწუნა. სადედამთილოს უთქვამს – მზითევს ვინღა გამოატანსო… მერე სხვისი ცხოვრებით მაძღარი მეორე მეზობელი ჩამოივლის, ჩამოვლამდე დღის მარაგს შეივსებს, გაბღენძილი გაუყვება შარაგზას და სარჩოს სხვებსაც გაუნაწილებს.
ის და სხვები დასხდებიან და კარგად მოილხენენ. სალაპარაკო ოხრად აქვთ: მეზობელი ქალი კაცმა მხოლოდ იმიტომ დაიწუნა რომ ობოლი იყო, ქალი თხრილში თავით იმიტომ ჩაეშვა, რომ მეზობლის თაროების შეთვალიერება ღობიდან მოინდომა… სანამ ღრეობა დასასრულს მიაუახლოვდება, მეზობელი ქალი მათთან მიდის, წარსულის შეცდომებს გულუხვად მიუყრის და ბოლომდე დააპურებს. მერე სწრაფი ნაბიჯებით ლოთებს განერიდება და სხეულში ჯინივით გამომწყვდეულ სულს გამოსაშვებად მინდორს მიუშვერს. როცა ბაგების ცრემლებით დამშვიდებას შეეცდება – ურემზე შემომჯდარი ბერიკაცი ოცნებებს გადმოაწვდის.
ტირის და ყველაფერს განიცდის. გრძნობს და ყველაფერი სტკივა. უმამობის განცდა ეძალება… ამ თავბრუდმახვევ რეალობაში მეთხუთმეტე წელი გადის, რაც მამა არ დამიძახია და ჩემი დამტვერილი თაროების შეთვალიერების სურვილით გამსჭვალული მეზობლის ტკივილს ვითავისებ.
სტერეოტიპი: უმამობა- როგორც კომპრომატი ახლაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, მაგრამ მე მისგან განსხვავებით ჩემს ჯინს საცობს მოვარგებ და თაროზე შემოვდებ იმ პირობით, რომ ეს ყველაფერი დროებითია. და ვიდრე მამაჩემს ჩემი ოცნებების რეალიზების სწამს, ფერების მიხედვით დავაწყობ და ერთ დილას სათითაოდ დავულაგებ იმ მეურმე მეზობელს, ამჯერად უკვე ახდენილს. მასაც დალევის მიზეზი მიეცემა და ჩემი ჯინიც თვითონ დაამსხვრევს შუშის ვაკუუმს…
- პაპუნა შუშანია
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო/ოდირმა არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები

როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ


