ღია წერილი აფხაზეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს დალილა ხორავას

აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა ახალი ამბების სააგენტოს ღია წერილით მიმართავს სადაც, როგორც თავად ამბობს ცუდ კონტექსტშია ნახსენები სტატიაში, რომელიც აფხაზეთში მოქმედ თვითმარქვია ექიმს, ლანა ლაცუზბაიას ეხება.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალბატონი ყოფილი მინისტრი ახლო ურთიერთობაშია თვითმარქვია ექიმთან, რომელსაც გააჩნია ყალბი დიპლომი და ამის შესახებ STV NEWS ჟურნალისტურ გამოძიებას ამ წუთებშიც აწარმოებს (სტატია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, სადაც საზოგადოებას ფაქტებს გავაცნობთ).
ამავე წერილში, ქალბატონი ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ თვითმარქვია ექიმი ლანა ლაცუზბაია მან გაიცნო სულ რაღაც ერთი წლის წინ. მისსავე ფეისბუკ გვერდზე კი გამოქვეყნებულია ფოტო ლანა ლაცუზბაიასთან ერთად და აღნიშნული ფოტო თარიღდება 2016 წლით (ფოტოს ვაქვეყნებთ აქვე). ქალბატონო დალილა, გამოდის, რომ თქვენ ლანა ლაცუზბაიას იმაზე ადრე იცნობდით და ეურთიერთობებოდით, ვიდრე ღია წერილში უხსნით საზოგადოებას.
რაც შეეხება აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილეს და შესყიდვებზე პასუხისმგებელ პირს თენგიზ კვირტიას.
ქალბატონო დალილა, თქვენ ამბობთ რომ მასთან მინისტრობის შემდეგ არ გქონიათ კონტაქტი და უკვე 9 წელი გავიდა მას შემდეგ. თქვენსავე ფეიბუკ გვერდზე, სადაც გამოქვეყნდა წერილი თვენივე ინიციატივით და ხელმომწერებს შორის ნახსენები გყავთ თავად თქვენს მიერ რამდენიმე წუთის წინ უარყოფილი ბატონი თენგიზი, ეს ხომ არ მიგანიშნებთ აბსოლიტურად საწინააღმდეგოზე? (დალილა ხორავას პოსტიდან იხილეთ სქრიშოთი აქვე).
ეს თქვენი ღია წერილის პასუხად ქალბატონო დალილა. რაც შეეხება თვითმარქვია ექიმთან დაკავშირებულ სკანდალურ საქმეს STV NEWS ისევ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას და საზოგადოებას იმ დეტალებს გავაცნობთ, რაც დღემდე ტაბუდადებული იყო.
- STV NEWS




