რუხში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფელ რუხში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ენგურის ხეობაში, მიწა- ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობამ საძოვრების უმეტესი ნაწილი დაკარგა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ საწარმოს არ მისცენ მუშაობის უფლება. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და აცხადებენ რომ დარჩენილი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სოფელს, რადგან მათოვე თქმით მესაქონელობა არის მათი ძირითადი შემოსავლის წყარო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა და ამ დროისთვის, საწარმოს დროებით შეჩერებული აქვს სამუშაების განხორციელების უფლება.
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ქვა-ღორღის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშოაბა 2017 წელს დაიწყო და მას შესაბამისი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ მიანიჭა.




