საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, 8 ივნისიდან არ განახლდება

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, 8 ივნისიდან არ განახლდება.
ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული.
დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.
„ჩერდება: ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით”, – აღნიშნულია დადგენილებაში.
ამავე დადგენილების თანახმად, ასევე ჩერდება „რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით”.
ასევე, 345-ე დადგენილების თანახმად, დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
ა) სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;
ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა.
სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ:
ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე”.
დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის 8 ივნისიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ასევე, გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.
მსგავსი სიახლეები

ნახევარი წლით გადაიდო რეგულაციის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც საქართველოში, 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალებოდა

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს


