stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით ფოთში ნგრევამდე მისულ ისტორიულ შენობაში საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება

03.06.2020 / 3 ივნისი 2020
ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით ფოთში ნგრევამდე მისულ ისტორიულ შენობაში საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასწავლებლის მშენებლობა მეტ განვითარებას მოუტანს საპორტიო ქალაქს, ის ყურადღებას ახალგაზრდების პერსპექტივაზე ამახვილებს და პროექტის ინიციატორად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას ასახელებს:

,,ხშირად გავიგონებთ რომ უძველესი ქალაქი ფოთი სამხრეთ კავკასიის კარიბჭეა! დიდი ისტორიის და კულტურის მქონე საპორტო ქალაქი!

სამი ათეული წლიდან დაწყებული საქართველოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები ფოთზეც აისახა,შეგნებულად თუ შეუგნებლად გაპარტახდა შენობები,ფუნქციონირება შეწყვიტა დაწესებულებებმა და სასწავლებლებმა, რომლის აღდგენა რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი გახლავთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია.

ფოთში წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარეობდა დანგრევის პირამდე მისული ამპირის სტილში აგებული ისტორიული შენობა, აშენებული 1938 წელს, სადაც განთავსებული იყო ჰიდრო-მელიორაციის ტექნიკუმი, მოგვიანებით ფოთის უნივერსიტეტი, აქ მყოფმა სპეციალისტებმა დიდი სამუშაოები გასწიეს კოლხეთის დაბლობის ათვისებაში, დროთა განმავლობაში შენობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ფაქტიურად დემონტაჟს ექვემდებარებოდა… ალექსანდრე მოწერელიას დიდი ძალისხმევით გადაწყდა ამ ისტორიული შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია!

საქართველოს მთავრობის #2441 განკარგულებით, განათლების,მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალ,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურების განვითარების სააგენტოს დაევალა აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება 5 876 164 ლარით! სამუშაოებს შპს “დანი ქონთსთრაქშენი” ასრულებს და ცხრა თვეში უნდა მოახდინოს შენობის სრული რეაბილიტაცია!

2019 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ,რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერიამ, საზღვაო ტრანსპოტის სააგენტომ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს. რომლის მიხედვით შენობაში განთავსდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი! სასწავლებელი გათვლილია ათასზე მეტ სტუდენტზე და დასაქმდება 250 პროფესორ-მასწავლებელი. 2021 წელს სასწავლებელმა უკვე უნდა შესძლოს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება,რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე. სტუდენტები დაეუფლებიან შემდეგ პროფესიებს: გემბანისა და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური,შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი,თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება…

ამ სასწავლებლის ამოქმედებით მეტ განვითარებას მოუტანს ქალაქ ფოთს,ასევე საქართველოს ნებისმიერი კუთხის შვილს შეუძლია დაეუფლოს ცოდნას და განათლებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ფუნდამენტია მომავალი თაობის ხელშეწყობისთვის,მეტ სასიცოცხლო იერს შესძენს ქალაქ ფოთს…

ალექსანდრე მოწერელიას თქმით: ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი იქნება ახალი საგანმანათლებლო კერა და თანამოქალაქეებისთვის მოსალოცი მოვლენაა!

აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს,რომელიც მოინახულა და ადგილზე გაეცნო ვითარებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია…

ყოველივე ეს ჩვენ გვიქმნის ოპტიმისტურ განწყობას,რომ ეს ერთ-ერთი ქვაკუთხედი იქნება საპორტო ქალაქის წინსვლის და მეტი განვითარებისათვის…“ წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია.

წინა პოსტი

უკანონო საექიმო საქმიანობა გალის ტერიტორიაზე – ვინ არის ლანა ლაცუზბაია?!

შემდეგი პოსტი

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, 8 ივნისიდან არ განახლდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

მომავალი წლიდან ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელიას წინააღმდეგ სადეზინფორმაციო მარათონი დაიწყეს დაბინძურებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანებმა

ირაკლი შონია: ალექსანდრე მოწერელიას წინააღმდეგ სადეზინფორმაციო მარათონი დაიწყეს დაბინძურებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანებმა

ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით იწყება

ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით იწყება