უკანონო საექიმო საქმიანობა გალის ტერიტორიაზე – ვინ არის ლანა ლაცუზბაია?!

გალის რაიონში საექიმო მოღვაწეობას ეწევა ადამიანი, რომელსაც საშუალო განათლებაც არ აქვს. მას არ მიუღია სამედიცინო განათლება და არ აქვს არანაირი გამოცდილება-ამის შესახებ STV NEWS-ს ექსკლუზიური ინფორმაცია კონფლიქტის ზონიდან ადგილობრივებმა მედიკოსებმა მიაწოდეს.
გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი, ვინმე ლანა ლაცუზბაია, რომელსაც მეშვიდე კლასის შემდეგ სკოლაში არ უვლია, საკუთარ სოფელს წლების შემდეგ ადგილობრივი კრიმინალებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, დალილა ხორავას დახმარებით ექიმად დაუბრუნდა. ლაცუზბაიას საკუთარი გეგმის განხორციელებაში უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატიც დაეხმარა, მათ შორისაა ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მეუღლე თამაზ ხუბუა.
ლანა ლაცუზბაია ხორავასთან დაახლოებული პირია და როგორც ვიცი მათ აკავშირებთ ნათესაური კავშირიც. გარდა ამისა, ლაცუზბაიას აფხაზეთში რომ შემოსულიყო ჩვეულებრივი, აქაური პასპორტით, დაეხმარა ადგილობრივი კრიმინალებიც. ის სარგებლობს აფხაზური პასპორტით და აქ ჩვეულებრივ ექიმად ითვლება, როცა ადამიანს არ გააჩნია ელემენტარული სამედიცინო განათლება, მეტიც, მას არც სკოლის ატესტატი აქვს აღებული როგორც ვიგებთ-აცხადებს STV NEWS-თან მედპერსონალი კონფლიქტის ზონიდან.
არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად STV NEWS-მა მიმართა ახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრს ქეთევან ბაკარანძეს. ბაკარანძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პიროვნება ეწევა უკანონო საექიმო საქმიანობას. მეტიც, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ლანა ლაცუზბაიაზე მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ ხერხდება ერთი მიზეზით, ის არ ტოვებს კონფლიქტის ზონას.
ვიცნობთ ამ პიროვნებას რასაკვირველია და გიდასტურებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ეწევა უკანონო საექიმო საქმიანობას. ჩვენ მასალები პროკურატურაში გვაქვს გადაგზავნილი, მაგრამ მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან არ ტოვებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას -ამბობს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარანძე.
აფხაზეთის ლეგიტიმური ჯანდაცვის სამინისტრო საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ლანა ლაცუზბაიას დანიშნულებით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომლის ბიოლოგიური გარდაცვალება სამ დღეში დადგა.
გარდა ამისა ლაცუზბაია, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოღვაწეობს, როგორც მთავარი ექიმი, მედდებს და ქვეშევდრომებს ხშირად ამცირებს და აბულინგებს. მისი მიზანია კიდევ უფრო მეტი ნდობა მოიპოვოს საზოგადოებაში და გახდეს გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.
STV NEWS-ის ინფორმაციით ე.წ ექიმი, ლანა ლაცუზბაია ამჟამად საკუთარ თავს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლად ასაღებს და მოსახლეობის ნდობის მოპოვებას უკვე ამ გზებით ცდილობს. პარალელურად კი ლაცუზბაია ისევ ეწევა საექიმო საქმიანობას.
STV NEWS თემის ირგვლივ ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს. უფრო ვრცლად ფატებზე უახლოეს მომავალში გიამბობთ.




