ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის“ პრინციპით იწყება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, თხილის მავნებელთან ბრძოლა ,,კარდაკარ“ პრინციპით დაიწყება.
ალექსანდრე მოწერილიამ თხილის მავნებელთან ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებების გეგმა მუნიციპალიტეტის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე მეცნიერებს, აგრონომებს, ექსპერტებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წამომადგენლებს, ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და ,,თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წევრებს, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს გააცნო.
,,კარდაკარის’’ პრინციპი აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექპერტებისაგან შემდგარი ჯგუფების რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად, თითოეულ მოსახლესთან მუშაობას გულისხმობს თხილისა და სხვა კულტურების გადარჩენის მიზნით.
თხილის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში შპს ,,ზუგდიდაგროსერვისი“ აქტიურად ჩაერთვება.




