29 მაისს სენაკის აგრარული ბაზარი მუშაობას განაახლებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, , სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სენაკის მერის მოადგილეები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროს ინსპექტორებთან ერთად, სენაკის აგრარულ ბაზარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
მოქალაქეების დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის კუთხით, სენაკის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მითითებები მიეცათ, რომლის განხორციელებაც კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ.
აუცილებელებელ პირობად განისაზღვრა როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცული იქნეს სოციალური დისტანცია. მოვაჭრეებმა გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები. 29 მაისს, სენაკის აგრარულ ბაზარში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექტორი განაახლებს მუშაობას.




