მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. კერძოდ, ვედში ერთი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოჯახი განსახლებას ექვემდებარება და ახლა სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ.
უხვი ნალექის შედეგად სახლი არ დაზიანებულა, თუმცა ის საფრთხის ზონაში რჩება. შიდა გზები დაზიანდა სოფელ ხევრაშიც და აღდგენის სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.




