ზუგდიდის ლაბორატორიაში 78 ადამიანის ბიოლოგიურ მასალას PCR ტექნოლოგიით იკვლევენ

ახალ კორონავირუსზე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 78 ადამიანის ბიოლოგიურ მასალას PCR ტექნოლოგიით იკვლევენ. გამოსაკვლევ პირთა შორის არის ქალბატონი, რომლის ორი შუალედური პასუხი კორონავირუსზე დადებითი და უარყოფითი იყო.
54 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით რუხის საავადმყოფოში 5 მაისს შეიყვანეს. ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, აღნიშნული პაციენტი, რუხის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი იქნება.
ცნობისთვის, 78 ტესტიდან წინასწარი მონაცემებით 17 რეგიონის სამედიცინო პერსონალია. 38 პირი კარანტინის სივრციდანაა, 11-თვითიზოლაციიდან და 12 კი ე.წ. ცხელების ცენტრებიდან.
ტესტების პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.



