ჯუმბერ იზორია: ვალდებული ვარ ჩემს თანამოქალეებს ამ მძიმე პერიოდში შევუმსუბუქო ცხოვრება

საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად, სასურსათო კალათა 30-ზე მეტ ოჯახს გადასცა.
ჯუმბერ იზორიას ინვიატივით, პანდემიის პერიოდში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შექმნილმა ფონდმა დახმარება 1300-ზე მეტ ოჯახს გაუწია.
,,ჩემთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველას ვინც საჭიროებს, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერას, ამ რთულ პერიოდში ეს ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის მოვალობაა და დიდი პასუხისმგებლობაც! ვალდებული ვარ ჩემს თანამოქალეებს ამ მძიმე პერიოდში შევუმსუბუქო ცხოვრება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო, საქართველოს მთავრობას და მთლიანად ,,ქართული ოცნების” გუნდს. ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ამ გაჭირვების ჟამს ჩვენს მოქალაქეებს გვერდში დაუდგა, თითოეულ ადამიანს რომელმაც ერთ ოჯახს მაინც დაეხმარა, ქედს ვიხდი მათ წინაშე” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ.
მსგავსი სიახლეები

ჯუმბერ იზორია: დეზინფორმაციაა, თითქოს მონუმენტი მუნიციპალურ მიწაზე დგას – ის ჩემს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განვათავსე

ცირა გელენავა: ვარ ჩემს საყვარელ ზუგდიდში, ჩემს ხალხთან და ვაკეთებ საყვარელ საქმეს


