ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ზე გამოკვლეული 94-ვე ნიმუში უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ზე გამოკვლეული ახალი 93 ნიმუშიდან ყველა უარფოფითია. აქედან, 14 ანალიზი პაციენტის იყო, რომლებიც საავადმყოფოებში ცხელების ჩივილებით არიან მოთავსებულები, მედპერსონალი – 73, საკარანტინე ზონიდან – 4, მომსახურე პერდონალი, საკარანტინო ზონაში მყოფი -1, თვითიზოლაციიდან -2 (მძღოლის კლასტერი).
ამასთან, განმეორებითი ანალიზი აუღეს რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდდადებით პაციენტს, რომელსაც ვირუსი კვლავ უფიქსირდება. ის მკურნალობის კურსს აგრძელებს.
ინფორმაციისთვის, რუხის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობდა, თუმცა ერთი მათგანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.




