ხობში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.
მშენებლობა სექტემბრამდე დასრულდება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში წარიმართება.
სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.




