მერაბ ქვარაია: ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, ხელისუფლებამ მათ ჯანსაღი კრიტიკისთვის სივრცე აღარ დაუტოვა

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობასთან ფეისბუქ-ლაივი გამართა, სადაც საქართველოში Covid19-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით:
„პრემიერმა გიორგი გახარიამ როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით, ყველა თვალსაზრისით ადეკვატური, კარგად გააზრებული და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული გეგმა წარმოადგინა. ეს არ არის გამდიდრებისა და კარგი ცხოვრებით გამოწვეული გეგმა, არამედ დღეს ეს არის გადარჩენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ერთადერთი სწორი გზა და პროგრამა. ოპოზიცია ამ გეგმის წარდგენით თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, ხელისუფლებამ მათ ჯანსაღი კრიტიკისთვის სივრცე აღარ დაუტოვა“-განაცხადა მერაბ ქავარაიამ




