რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი ექიმი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ანაკლიის საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. როგორც ირკვევა ექიმის მეუღლის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი გადაყანის მიზეზიც პრევენციულ ზომებს უკავშირდება
თავად რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, რომელიც ანაკლიაშია გადაყვანილი, ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა ამბობს, რომ მას არანაირი სიმპტომები ამ დრომდე არ აღენიშნება. კორესპონდენტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბოლო დროს კონტაქტი მეუღლის ძმასთან, არ პასუხობს.
STV-თვის ცნობილი ხდება ასევე ის, რომ ექიმის ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილ იქნა ლუგარის ლაბორატორიაში. წყაროს ინფორმაციით, მას პირველ ცდაზე არ დაუდასტურდა COVID 19. ამავე წყაროს ინფორმაციით, საუნივერსიტეტი კლინიკის ექიმს განეორებითი ტესტირება 5 დღეში ისევ ჩაუტარდება.



