ოკუპანტების მიერ გათავისუფლებული ერთ-ერთი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოკუპანტების მიერ დილას გატაცებული ემილი გოგოხია ამბობს რომ ის და გიგლა მიქავა ე.წ. ფიჩორის საზღვართან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერორორიაზე იმყოფებოდნენ რა დროსაც შეიარაღებულმა სამხედროებმა დააკავეს.
მისივე თქმით, მიქავა დაკავებისას შეუძლოდ გახდა და იქვე ოკუპირებულ ფიჩორის შტაბში გადაიყვანეს, შემდეგ კი გალში. როგორც გოგოხია განმარტავს, მისთვის და მისი თანასოფლელისთვის ოკუპანტებს შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
მასთან ერთად გატაცებული ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ენგურის ხიდიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოიყვანა. მას ამ წუთებში სამესიცინო კვლევები უტარსება.




