ექსკლუზივი: სოფელ განმუხურიდან გატაცებული ორივე მამაკაცი ოჯახს დაუბრუნდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გატაცებული ორი ადგილობრივი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია STV-მ ამ წუთებში მიიღო. გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია უკვე სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ.
რუსმა სამხედროებმა გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. გატაცებულების ახლობლების ინფორმაციით, რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და მავთუხლართების გამოღმა მყოფი განმუხურის მკვიდრები გაიტაცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გატაცებულთა ოჯახები დღეს მოინახულა.




