სოფელ განმუხურიდან რუსმა სამხედროებმა ორი ადგილობრივი მამაკაცი გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურიდან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფელია რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ადასტურებს.
რუსმა სამხედროებმა გიგლა მიქავა და ემირ გოგოხია იმ დროს გაიტაცეს, როცა თავიანთ ცხენებს საძოვარზე მიაკითხეს. გატაცებულების ახლობლების ინფორმაციით, რუსმა შეიარაღებულმა სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გადმოკვეთეს და მავთუხლართების გამოღმა მყოფი განმუხურის მკვიდრები გაიტაცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამ წუთებში გატაცებულების ოჯახში იმყოფება.
“გიდასტურებთ, რომ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის ორი პირი დაკავებული, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა ამ პირების გასათავისუფლებლად”-აცხადებენ სახელწიფო უსსაფრთხოების სამსახურში.




