ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ზუგდიდელი ზაალ ლატარია დააკავეს

ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ამ წუთებში ბათუმის პოლიციაში ზუგდიდელი ზაალ ლატარია გამოკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება. ამის შესახებ STV-ს შსს-ში განუცხადეს. დაკავებულის შვილის ლანა ლატარიას ინფორმაციით, მისი მამა ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მისივე თქმით, ლატარია უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელია.
ცნობისათვის, ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 პირია დააკავეს, მათ შორის, ზუგდიდელი გიორგი ფარცვანია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს




