მეუფე გერასიმე: რეკომენდაციებს სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან ეპარქია დიდი ხანია იცავს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლირ მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, ეპარქია სრულად ითვალისწინებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან თემიწ კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საპატრიარქომ გუშინ გააკეთა ოფიციალურ განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ ვისაც ექნება სურვილი და საშუალება ,საღამოს 9 დან დილის ექვს საათამდე მოვა ტაძარში.
მისი თქმით, რეკომენდაციებს რომელიც არის გაჟღერებული სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან ეპარქია დიდი ხანია იცავს. როგორც ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღდგომის ღვთისმსახურებამდე შეიკრიბება ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულოერო პირები და მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ სად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ეს იქნება ზუგდიდის მშენებაზე ტაძარი.
მსგავსი სიახლეები

მეუფე გერასიმე: ჩვენთისაც მოულოდნელი იყო საგანგებო მდგომარეობა. შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ როგორ მოვიქცეთ

მეუფე გერასიმე: საგანგებო მდგომარეობა თუ ეხება ეკლესიას, მობრძანდნენ სამნიც ვართ, 30 ვართ და ბევრნიც ვართ


