კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში ერთი პირი მოათავსეს

ზუგდიდის რეჰერალურ ჰოსპიტალში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან შემოყვანილი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამაკაცი ანაკლიაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაიყვანეს. მისი ჰოსპიტალიზირება კი ცხელების გამო წუხელ, გვიან ღამით გახდა საჭირო.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ინფორმაციით წუხელ შეყვანილი პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ ისევ საკარანტინე ზონაში დააბრუნეს.
“შუახანს გადაცილებული მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ანაკლიის საკარანტინე სივრციდან, თანმხლები ქრონიკული პათოლოგიის გამო, რადგან პაციენტი წარმოადგენდა მაღალი რისკის ჯგუფს. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან შეთანხმებით აღებულ იქნა ცხვირ- ხახიდან ნაცხი ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, ბოქსირებულ პალატაში მას გაეწია შესაბამისი დახმარება რის შემდეგაც კვლავ გადაყვანილ იქნა საკარანტინე სივრცეში. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, შემოყვანილ იქნა შუახნის მამაკაცი, ცხელების და ხველის რამოდენიმე დღიანი ანამნეზით, რენტგენოლოგიური კვლევით აღინიშნა მარჯვენამხრივი პნევმონია. ავადმყოფი მოთავსდა ბოქსირებულ პალატაში და აღებულ იქნა ცხვირ-ხახის ნაცხი SARS-COV 2 ზე”, – განმარტავენ საავადმყოფოში.




