“გაიღე და დაეხმარე უპოვარს” – სოციალურ აქციას დღეს “ევექსი” შეუერთდა

TNT ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქცია-გამოწვევას, “გაიღე და დაეხმარე უპოვარს” დღეს “ევექსის” ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო შეუერთდა. “ევექსის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ უბანზე დადგმული სოციალური კარადა პირველადი მოხმარების პროდუქტებით შეავსეს.
ცნობისთვის, “გაიღე და დაეხმარე უპოვარს” -ამ სლოგანით სამშენებლო კომპანია “TNT ჯგუფმა” ზუგდიდში სოციალური აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში სამშენებლო კომპანიის მეპატრონეებმა ქალაქის ცენტრალურ უბანში კარადა დადგეს, რომელიც ყოველდღიურად იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებით შეივსება, რაც ყოველდღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს.
“ეს არის ერთგვარი გამოწვევაც. ჩვენ ვიწვევთ აქციის ფარგლებში ყველა იმ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ ჩვენს თანაქალაქელებს. ეს უბრალოდ კეთილი ნებაა და ძალიან დიდი მადლიც”-აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში და იქვე დასძენენ:
“ჩვენს მიერ დადგმული ქველმოქმედების კარადა ყოველდღიურად შეივსება იმ აუცილებელი პროდუქტებით, რომლებიც თითქმის ყოვედღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დროებით უმუშევრად ითვლებიან”.
მსგავსი სიახლეები

“გაიღე და დაეხმარე უპოვარს”- TNT ჯგუფის სოციალური აქცია ზუგდიდში

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა


