“სიკეთე გადამდებია” – “TNT ჯგუფის” სოციალური აქცია ზუგდიდში

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და “TNT ჯგუფის” თანადგომით იკურთხა დარჩელის საკერძაიოს უბანი და პურის ფქვილი დაურიგდა მოსახლეობასა და მრევლის შეჭირვებულ ნაწილს. ადგილობრივებმა მადლიერება გამოხატეს აღნიშნულის გამო. თავად “TNT ჯგუფის” ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სიკეთე გადამდებია და სხვა კომპანიებს მოუწოდებენ მსგავსიაქციებისკენ.
“ეს ის ხალხია ვინ ჩვენი რეგიონის ჯანმრთელობაზე ზრ უნავენ და თავდაუზოგავად იბრძვიან დღედაღამე კორონავირუსთან ბრძოლაში. ღმერთმა დალოცოს ყოველი ხალხისთვის ნაყოფისშემომწირველი”,-წერს სოციალურ ქსელში დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა კონსტანტინე ხვიჩია.







