ზუგდიდის ინფექციურში გადაყვანილი ქალისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 50 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, პაციენტს ციება და ხველა აღენიშნება. შემოყვანილ პაციენტს შიდა ანალიზები გაუკეთდა, რის გამოც საეჭვო გახდა კორონავირუსის ინფექცია.
გალის მკვიდრ 50 წლის ქალს კორონავირუსის ინფექციაზე ანალიზები გვიან ღამით აუღეს და ქუთაისის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ტესტის პასუხები სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში იქნება.




