ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ქალაქ გალის მკვიდრი, 50 წლის ქალბატონი გადმოიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ ინფექციურ საავადმყოფოში ქალაქ გალის მკვიდრი, 50 წლის ქალბატონი გადმოიყვანეს, რომელსაც აქვს ვირუსული სიმპტომები, ცხელება ხველა. ის უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა არის ამ დროისთვის სტაბილური.
“სავარაუდოდ ანალიზები ხვალ ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, თუმცა უფრო მეტ ინფორმაციას აღნიშნულ პაციენტზე ხვალ ბრიფინგზე მოგახსენებთ”,-აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.




