ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღეს სპეციალური ხსნარით ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელი დამუშავდა. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს, ღია სივრცეებსა და მოსაცდელებს.
სპეციალური ხსნარით სისტემატურად მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი.




