სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 409 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 409 ადამიანი იმყოფება. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნანა ოდიშარიას განცხადრბით, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 180 პირი, საკარანტინო სივრცეებში კი – 109 ადამიანია, მათ შორის 27 პირი რეგიონიდან საკარანტინო სივრცეში იძულების წესით გადაიყვანეს.
რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა კი ასეთია:
ზუგდიდში – 116 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 56, კარანტინში რჩება – 46.
აბაშაში – 38 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 15, კარანტინში რჩება – 10.
ფოთში – 61 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -20, კარანტინშია- 8.
მესტიაში – 6 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია – 4, კარანტინშია -2.
მარტვილში – 22 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილი -23, კარანტინშია-10.
წალენჯიხაში – 36 პიროა თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა -20, კარანტინშია – 18.
ჩოროწყუში – 35 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილია – 12, კარანტინშია – 11.
სენაკში – 59 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 15. კარანტინშია -1.
ხობში – 36 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -15, კარანტინშია – 3.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
შეხაგხენებთ, ამ ეტაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტის მუნიციპაიტეტში.




