ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა

ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა, ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულს ინფორმაცია საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა მიაწოდა. ის საჭიროების შემთხვევაში სრულ მზაობას გამოხატავს.
“ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ მოახდინა რეკონსტრუქცია და მოხდა არსებული პერსონალის სათანადო გადამზადება-რეორგანიზაცია. კლინიკას ჰქონდა ერთი ბოქსირებული პალატა და დაემატა კიდევ შვიდი პალატა. ჩამოყალიბდა ბოქსირებული განყოფილება, რაც თავისთავად გულისხმობს ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ პალატებს/ ერთი სიტყვით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო საჭიროების შემთხვევაში მზად არის”,-აცხადებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ნოდარ ჩიქოვანი.




