ექსკლუზივი: ვინ გახდება ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი?

ზუგდიდს მერი იმ წუთიდან არ ეყოლება, როგორც კი ლაშა გოგია ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს და საკრებულოს წარუდგენს განცხადებას გადადგომის შესახებ. ამის შემდეგ კი მაისამდე მერის მოვალეობები კანონის თანახმად ვიცე-მერმა უნდა შეითავსოს, თუმცა ზუგდიდის ვიცე-მერიც, გია გულორდავაც გადამდგარია.
STV-თვის სარწმუნო წყაროებიდან ხდება ცნობილი, რომ ლაშა გოგია თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე ახალ ვიცე-მერს დანიშნავს.
ვინ გახდება ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი?
STV-მ ინფორმაცია ორ კანდიდატზე მოიპოვე, რომლებიც მმართველ პარტიაში აქტუალურად განიხილება. ესენი არიან: საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დავით კოდუა.
ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. STV-ს წყაროს ცნობით ამ წუთებში “ქართული ოცნების” სათაო ოფისში ლაშა გოგიასთან ერთად იმყოფება ერთ-ერთი კანდიდატი, მამუკა წოწერია. თუ რა საკითხზე და რა მოლაპარაკებები იმართება “ქართული ოცნების” ოფისში ჩვენთვის უცნობია.




