ალექსანდრე მოწერელია – მე მუდამ ჩემი მოსახლეობის გვერდით დავდგები

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გზის შეკეთებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები წამოიჭრა.
ალექსანდრე მოწერელია გოლასკურის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. გუბერნატორმა მათი მოგვარების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
,,მე მუდამ ჩემი მოსახლეობის გვერდით დავდგები, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა რესურსს გამოვიყენებ, რათა სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები დროულად და ეტაპობრივად მოგვარდეს“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.




