ზუგდიდში ხვალ სადენზიფექციო სამუშაოები განხორციელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალ, 18 მარტს, 12:00-დან 20:00 საათამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადენზიფექციო სამუშაოები განხორციელდება. დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს, ღია სივრცეებსა და სასოფლო ამბულატორიებს.
მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ბინათმესაკუთრეებთან ერთად უზრუნველყოფენ.
მაცხოვრისკარის ადმინისტრაციული ერთეული 12:00 -დან 15:00 საათამდე.
ენგურის ადმინისტრაციული ერთეული 12:00- დან 16:00 საათამდე.
ოდიშის ადმინისტრაციული ერთეული 12:00-დან 16:00 სათამდე.
კოლხეთისა და ეგრისის ადმინისტრაციული ერთეულები 16:00-დან 20:00 საათამდე.




