stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ზუგდიდის მერმა ბრიფინგი გამართა

17.03.2020 / 17 მარტი 2020
ზუგდიდის მერმა ბრიფინგი გამართა

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერმა გიორგი შენგელიან დღეს ბრიფინგი გამართა და იმ პრევენციულ ღინისძიებებზე ისაუბრა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

,,განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართულია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს, ჩვენს მედიკოსებსა და ინფექციონისტებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ ეს ვირუსი ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს და ძალიან სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 20 ადამიანი იმყოფება, სულ თვითიზოლაციაში 28 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 8-ს უკვე გაუვიდა თვითიზოლაციის ვადა.

შესაბამისად 20 მათგანი რჩება თვითიზოლაციაში. მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს და ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ საკითხს და დავემორჩილოთ რეკომენდაციებს, რამეთუ ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გარემოცვის ჯანმრთელობაზე.

აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევხვდით ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური სუპერმარკეტის წარმომადგენლებს და გავიარეთ მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სურსათის უზრუნველყოფის კუთხით. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, ფასების მცირეოდენი ზრდა გამოწვეულია მხოლოდ კურსის ცვალებადობით და ეს არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან. მარაგებიც საკმარისია და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ დარჩნენ სურსათის გარეშე. არანაირ გართულებებს ამ მიმართულებთ არ ველოდებით.

ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის დღევანდელი რეკომენდაცია, ტრანსპორტთან დაკავშირებით. ხვალიდან ზუგდიდში სამარშუტო ტაქსების გადაადგილება შეიზღუდება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ჩვენ არსებული რესურსით მოვახდენთ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ტრანსპორტირებას. მუნიციპალური ტრანსპორტი მივა ყველა სოფლის ცენტრამდე და მოახდენს მოსახლეობის გადმოყვანას.

ტრანსპორტის მომსახურების ხანგრძლივობა არ შეიცველება, გაიზრდება მიმართულებები და მუნიციპალური ტრანსპორტი ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდება. ეს რეკომენდაცია მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს მოქალქეთა გადაადგილება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ, რაშიც ხელს შევუწყობთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ხდება ყოველდღიურად და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება გაზრდილი რისკები ამ მიმართულებით.

ასევე, ხვალიდან მოხდება მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დეზინფექცია. რაც დამატებითი ღონსიძიების სახით გატარდება ჩვენი მხრიდან. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ჩვენ ვცდილობთ ისეთი ობიექტების დეზინფექციას, სადაც არის გაზრდილი რისკები და ასეთ გაზრდილ რისკად ჩავთვალეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და დევნილთა ჩასახლებები. სადაც კომპაქტურად არიან დევნილები დასახლებული და ბევრი მოქალაქე გადაადგილდება. ხვალ 12 საათიდან დაიწყება მრავალბინიანი კორპუსების დეზინფექცია.

აგრეთვე სპეციალური ხსნარით დამუშავდება თავშეყრის ადგილები. დღეს საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სუპერმარკეტს, სადაც ჩვენი ბევრი მოქალაქე იყრის თავს, ეს აქციაც შეიძენს პერმანენტულ ხასიათს. დეზინფექცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლას და საბავშო ბაღს, ბიბლიოთეკასა და ჩვენს ქალაქში არსებულ სახელოვნებო თუ სპორტულ დაწესებულებებს და ეს პროცესი გაგრძელდება.

ასევე მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ ჩვენ სოციალურ სასადილოში შევცვალეთ მომსახურების პირობები და ადგილზე მიწოდების ნაცვლად გვაქვს გატანის სერვისი, ბენეფიციარი ვინც ახერხებს მოსვლას გააქვს საკვები და მოქალაქეები, რომლებიც ვერ შეძლებენ საკვების წაღებას, ჩენი მოხალისეების დახმარებით შინ მივუტანთ მათ საკვებს, რათა მათი კვების საკითხი იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული. ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება. ყველას მოგიწოდებთ დავიცვათ მთავრობის რეკომენდაციები რაც სავალდებულოა“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

წინა პოსტი

გიორგი შენგელია: მინდა დავამშვიდო თანამოქალაქეები, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ხვალ სადენზიფექციო სამუშაოები განხორციელდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალა – ზუგდიდის მერმა ბრიფინგი გამართა

ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალა – ზუგდიდის მერმა ბრიფინგი გამართა

ზუგდიდის მერმა უქმე დღე ოჯახთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაატარა

ზუგდიდის მერმა უქმე დღე ოჯახთან ერთად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაატარა

ზუგდიდის მერმა პედაგოგები დააჯილდოვა

ზუგდიდის მერმა პედაგოგები დააჯილდოვა