stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სენაკში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

15.03.2020 / 15 მარტი 2020
სენაკში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ წუთებში, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები მუშავდება.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ანა ჭიჭაღუასთან ერთად, გაეცნო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 95 მრავალბინიანი კორპუსი დამუშავდება, 75 – ქალაქის ტერიტორიაზე, 20 – დევნილთა დასახლებაში.  სამუშაოებს შპს ,,პანაცეა+1“ ახორციელებს.

ხვალ, სადეზინფექციო სამუშაოები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება. უახლოეს დღეებში კი, სენაკის აგრარულ ბაზარსა და სხვა დარჩენილ ობიექტებსაც მოიცავს.

ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში, 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღში, კერძო საბავშვო ბაღებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სადეზინფექციო სამუშაოები დასრულებულია.

ასევე, დეზინფიცირდა, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორები და წარმომადგენლები შედიან, სრული დატვირთვით მუშაობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, მაგრამ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

წინა პოსტი

“მადლიერების ტაში”- სოციალურ ქსელში მედიკოსების მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა

შემდეგი პოსტი

“ნაცმოს” აქტივისტი სოციალურ ქსელში პირბადეებს ხუთმაგ ფასად ჰყიდის

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სადეზინფექციო სამუშაოები სენაკში

სადეზინფექციო სამუშაოები სენაკში

სენაკში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

სენაკში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა