დეზინფექცია ტაძრებში და ზიარების უცვლელი წესი – მეუფე გრიგოლის კრების შედეგები

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი,მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. კრება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას დაესწრო ფოთის ეპიდემიოლოგიც, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს.
კრებაზე გადაწყდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია, ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეებინეები ეზიარებიან ერთი კოვზით. ე.ს სიტკბოების მიღება კი მოხდება სურვილისამებრ. ეს არასრული ჩამონათვალოა იმ პუნქტებისა, რაც სასულიერო პირებმა დღევანდელ კრებაზე მიიღეს.
1. შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიაში შემავალი ყველა ტაძარის დეზინფექცია.
2 ზიარების წესი დარჩება უცვლელი. მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით,
3. სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლს მიეცა არჩევანის უფლება და მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით.
4.ეპარქიის თითოეულ ტაძარში ყოველ კვირას წირვის მსახურებას მოებმევა წყლის კურთზევა,მცირე აიაზმა.
5.ჯვრის თაყვანისცემის კვირას 12 საათზე ქალაფ ფოთის საკათედრო ტაძრის წყალკურთხევის შენობაში მოეწყობა დიდი აიაზმა
6. ეპარქიის ტაძრებში მონაცვლეობით ყოველ ხუთშაბათს 12 საათზე შეარულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო.
7. თითოეულ ტაძარში ყოველ კვირას შესრულდება სავედრებელი ლოცვა.
მსგავსი სიახლეები

მეუფე გრიგოლის განცხადებით, მეუფე პეტრემ რაც თქვა არ არის სიმართლე და ცდება

მეუფე აბრაამი – მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა და რჩება ეპარქიის მმართველად


