მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება

ფოთისა და ხობის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება.
გუშინ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ზიარების შემდგომ, სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ მრევლის ნაწილი დააბრკოლა. მას მიაჩნია, რომ სასულიერო პირები უნდა შეიკრიბონ, საკითხის შესახებ იმსჯელონ, რათა ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.




