ზუგდიდის მერი აბასთუმანში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ზუგდიდის მუიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან, გიგა ფარულავასთან ერთად აბასთუმანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამოშაოებს ადგილზე გაეცნო.
აბასთუმანში, 1359 მეტრის მანძილზე იგება არმირებული რკინა- ბეტონის საფარიანი გზა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 673 552 ლარია.




