ხობის მერი სკოლებში სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

- ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ახალი ხიბულის N1 და N2 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ახალი ხიბულის სკოლებში სველი წერტილების მოწყობაზე 84 000 ლარამდე დაიხარჯება. პარალელურად, ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, ხოლო 8 საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.




