ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]
![ზუგდიდის დრამატული თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2020/02/პრემიერაა.jpg)
ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის პროფესიული, სახელმწიფო-დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა დრამატურგის, ალექსი ჩიღვინაძის პიესა „უხერხემლო“.
პიესა მოგვითხრობს ოჯახისა და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე განსხვავებული ადამიანების მიმართ. ოჯახისგან და საზოგადოებისგან გარიყული ელა გარდაიცვალა. მშობლებს – მართას და მამიას ისღა დარჩენიათ, სოფლის მაცხოვრებლებისგან მალულად, ნაჩქარევად დაკრძალონ შვილი. სამძიმარზე მოულოდნელად ჩამოდიან ელას მეგობრები.
“ზღვაზე მინდოდა რომ წამეყვანა ბავშვობაში, მაგრამ ფული ვერ შევაგროვეთ. არადა აქვეა, ყურის ძირში. რა უნდა, ფეხით ჩახვალ რომ მოინდომო. რამდენი წლის იყო ნეტავ პირველად რომ ნახა ზღვა?“-ამბობს პიესის მთავარი გმირი, გარდაცვლილის მამა მამია.
” სიკვდილსაც აფრთხობ ხომ ხედავ მამია. მიცავ! ერთი ჩვენი
შვილი ვერ დავიცავით…ვერავისგან. მიყურე ახლა. წადი, ჩამოიბანე ეგ ტალახი და ჩაიცვი ის შავი პერანგი, რაც გაგიუთოვე. მე დავაწყობ ამ ყვავილებს!”-ამბობს შვილმკვდარი დედა, მართა.
სპექტაკლი ზუგდიდის თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა, დავით თურქიაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ ზუგდიდელი მსახიობები – მარინა დარასელია, სესე მიქავა, სალომე ბუღაძე და მოწვეული მსახიობი – ოთო აშკარელი.
სპექტაკლის პრემიერა შედგება 18-19 თებერვალს, 19:00 საათზე.
მისამართი: ზუგდიდი,რუსთაველის ქ.№95 (რაიონის ყოფილი კულტურის სახლი).


