ჩხოროწყუში მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩხოროწყუში მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებს ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვიტიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოძრაობს ერთერთი წევრი ოთო შენგელია ამბობს, რომ როცა, ის და მისი მეგობრები ზუგდიდიდან ჩხოროწყუში ბრუნდებოდნენ, სიგარეტის საყიდლად ერთ-ერთ მაღაზიასთან მანქანა გააჩერეს, სწორედ მაშინ დაესხა თავს უცნობი პიროვნება და მათ სცემა.
შსს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 126 მუხლით და დაკავებულია ერთი პიროვნება. ენმს წევრები და ,,შეცვალეს” აქტივისტები ამ წუთებში ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან, სადაც წარწერა გააკეთეს ,,ძირს იზორიების კლანი”.




