ზუგდიდში, მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრებაზე ხუთი პირი დააკავეს

ზუგდიდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრება. დაკავებულებს შორის არიან ქალებიც. აღნიშნული ინფორმაცია STV-ს სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
დაკავებულ პირები ლიბერთი ბანკის ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები არიან. მათ ბრალად ედებათ მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრება. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 70 ათას ლარზე, რომელიც ჯგუფის წევრებმა მიითვისეს.




