ზუგდიდში დააკავეს პირი, რომელიც POS TV-ს ჟურნალისტს თავს დაესხა

ზუგდიდში ხობის მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერი გულივერ ქარდავა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. ის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას თავს დაესხა ტელეკომპანია POS TV-ს ნათია ბერიძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
გულივერ ქარდავა ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.





