stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელოში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

26.12.2019 / 26 დეკემბერი 2019
ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელოში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში წარუდგინა.  ალექსანდრე მოწერელიამ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც 2019 წელს მოხდა, ასევე ყურადღება გაამახვილა 2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

მისი განცხადებით, 2019 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 1565 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 400 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1061 პროექტი განხორციელდა, პროექტები კი თავად მოსახლეობამ სოფლის კრებებზე შეარჩია.

2019 წელს რეგიონის მასშტაბით დაიგო და რეაბილიტირდა 250 კილომეტრი საავტომობილო გზა, შენდება 12 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 ხიდს. წყალმომარაგების, წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების მასშტაბური პროექტები ხორციელდება ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, აბაშაში, ჯვარსა და ანაკლიაში. გაიწმინდა და მოწესრიგდა 102 კილომეტრი სადრენაჟე არხი.

გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. მესტიის მუნიციპალიტეტის უშუქოდ დარჩენილ სოფლებს – ჰეშკილსა და ხალდეს ელექტროენერგია მიეწოდა.

დასრულდა 2 და მიმდინარეობს 24 ამბულატორიის მშენებლობა. რეაბილიტირდა 23 ამბულატორია. აშენდა გადაუდებელი დახმარების ცენტრები აბაშასა და მარტვილში, მიმდინარეობს კიდევ 7 ცენტრის მშენებლობა. მუნიციპალიტეტებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში 30 578 ბენეფიციარი 9 მილიონამდე ლარით დააფინანსეს. უახლოეს პერიოდში ბინები გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს, დასრულდა 3 კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში. მიმდინარეობს დამატებით 5 კორპუსის მშენებლობა.

ამასთან, დასრულდა 3 და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 95 საჯარო სკოლას, რისთვისაც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამჟამად მიმდინარეობს 9 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები.

„მომავალ წელს კვლავ პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოები. გაძლიერდება განათლების სფეროს დაფინანსება – მომავალ წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეგიონის 14 სკოლას და მოხდება 9 სკოლის მშენებლობა, ამასთან აშენდება 14 ახალი საბავშვო ბაღი.

2020 წელს გაგრძელდება ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროცესი. დევნილებისთვის ზუგდიდში შენდება დამატებით ხუთი 12 სართულიანი კორპუსი, რითაც 1000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებლის პრობლემა გადაეჭრება. განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, წელს 15 ახალი ავტობუსი შეიძინა ზუგდიდმა, მომავალ წელს კი 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის მომავალ წელს ინტენსიურად მოხდება სპორტული ობიექტების და საბავშვო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2020 წელს დასრულდება ზუგდიდის და ფოთის სტადიონების მეორე ეტაპის სამუშაოები, ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს – ზუგდიდს ექნება ახალგაზრდული ცენტრი და ზვიად გამსახურდიას სახელობის თანამედროვე ბიბლიოთეკა.

წინა პოსტი

ალექსანდრე მოწერელია – 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღბის აღმზრდელთა ხელფასები 100 ლარით გაიზრდება

შემდეგი პოსტი

ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 60 პროექტი განხორციელდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

სენაკში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ალექსანდრე მოწერელია ხობში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია ხობში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის წესები მკაცრდება

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის წესები მკაცრდება