ალექსანდრე მოწერელია – 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღბის აღმზრდელთა ხელფასები 100 ლარით გაიზრდება

1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღბის აღმზრდელთა ხელფასები იზრდება მინიმუმ 100 ლარით გაეზრდებათ -ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას, ზუგდიდის ტექნოპარკში განაცხადა.
მისი განცხადებით, 2020 წლის 1 ივლისიდან სასწრაფოს ექიმების, სასწრაფოს მძღოლების, სოფლის ექიმების, სოფლის ექთნების და „სოფლის ექიმის“ პროგრამის ფარგლებში სხვა დასაქმებულების ანაზღაურება 100 ლარით იზრდება.
“საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები იზრდება დღევანდელთან შედარებით 300 ლარით. პირველი ზრდა ოქტომბრიდან, მეორე ეტაპის ზრდა კი ახალი სასწავლო წლიდან მოხდება (150-150 ლარით). ჩვენს ღვაწლმოსილ მასწავლებლებს გადაეცათ ჯილდოები”-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1 იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში საბავშვო ბაღის პედაგოგებს შეხვდა


