სენაკში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმოდ აინთო

სენაკში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმოდ აინთო.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წლების შემდეგ, სენაკი 2020 წელს ახალი საახალწლო ნაძვითა და ილუმინაციებით ხვდება.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კოსტუმირებული შოუ – ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასის მსახიობებისა და საზეიმო კონცერტი – მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით.
საახალწლო კვირეულს სენაკში, 31 დეკემბერს, გალა-კონცერტი დაასრულებს.




