სენაკში საახალწლო კარნავალი გაიმართა (R)

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში საახალწლო კარნავალი გაიმართა.
სახალისო და სანახაობრივად მრავალფეროვანი კოსტუმირებული წარმოდგენის ნორჩმა მონაწილეებმა – სენაკის პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მანანა მიშველია), საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი საახალწლო წეს-ჩვეულებები და ტრადიციები გააცოცხლეს.
მუსიკალურ-თეატრალურ კომპოზიციას – ,,მრავალ ახალ წელს, ჩემო მამულო!..“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.




